არსებობს წიგნების დაწვაზე საშინელი დანაშაული. მაგალთად - არ წაიკითხო წიგნი.

არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი...

იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს - სასწაულია.

კანონები კვდებიან, წიგნები - არასდროს!

რეი ბრედბერი გალაკტიონი გურამ დოჩანაშვილი ედუარდ ლიტონი

     
  წიგნის  მაღაზიისთვის  ყველაზე  მოხერხებული  ადგილი, ალბათ, ,,თბილისი ცენტრალია".  არ არსებობს  ჩავუარო. მაშინაც  კი , მხოლოდ გზის  ფული  რომ  მიჭყავის. ,,გეყოფა ღორობა, წადი სახლში" მითქვამს  თავისთვის, მაგრამ  კარამდე  ვერ მისულა  ჩემი  პრინციპულობა. გვერდითა ,,ზუმერდან"  მომიბრუნებია  ბორბლებიანი  ჩემოდანი  და  შევგრიხინებულვარ ,,ბიბლუსში". ახლა  რას  ვეძახი  ღორობას- ხანდახან  ბოლო  ფულით(რომელიც  რატომღაც  ყოველთვის  უსიკვდილოდ  მჭირდება) მიყიდია და მერე  არ  წამიკითხავს. გამომიმწყვდევია   კარადაში  მომავალში  მოცლილი  დღეების შესავსებად. მაგრამ  ეს  დღეებიც  არ  დგება . ხანაც  უფრო  მნიშვნელოვანი  რამ  გამოვარდება. ვთქვათ, შორეული ნათესავი  გადაწყვეტს  ლეთას გადალახვას და საორგანიზაციო-ფინანსური  საკითხები  მთლიანად  ჩემი  მოსაგვარებელი ხდება. ან მეგობრებთან  ერთად  უნდა  გავვარდე  საეჭვო პიცას დასაგემვნებლად, ან ზღვაზე  უნდა  დავიხრუკო  თავი,  ან  რამე  უნდა  მოხდეს, არასაჰამაკო  ამბავი. ჰოდა,   ბოლო  კაპიკებად  ნაყიდი წიგნები მრჩება წაუკითხავი. მაგრამ გულგრილად  მაინც  ვერ  ჩავუვლი  ბიბლუსს  ვერც  ცენტრალში  და  ვერც  სხვაგან. ასე  შემომეყიდა   ლაშა  ბუღაძის ,,პატარა  ქვეყანა" . მართალი  გითხრათ, დიდად  არ  მიყვარს, როგორც  მწერალი. მთხრობელი  უფრო  საინტერესოა.  ჟესტიკულაცია, ხმა, ამბავი - ცოტათი ექცენტრიკული  და დიდად  ექსპრესიული  მთხრობელია. მაგრამ  წერისას მთელი  ექსპრესიულობა  იკარგება(ან  მე  მეჩვენება  ასე) და  არ  თავდება  და  არ  თავდება  პატარა  ამბავიც  კი.  მოკლედ, რაღა  გავაგრძელო  და, ვიყიდე  ეს  წიგნი. კი  შემპირდა  ჯული (ეს  მან  იყიდა  პირველად. მერე  ისე  საინტერესოდ  მომიყვა, მიუხედავად  იმისა,ამბავი  ნაცნობი იყო, წაკითხვა მომანდომა.) აუცილებლად  მათხოვებდა, მაგრამ  მე  ჩემი  კარადის  ტყვე  მერჩივნა . მოკლედ,  ვიყიდე. პირველი  50  გვერდი ზუგდიდი-თბილისის  მიკროავტობუსში  წავიკითხე . მივხვდი, ვერც  ეს  წიგნი  შეძლებდა  ჩემში  ბუღაძე მწერალზე  შთაბეჭდილების  შეცვლას.

    ამბავი  ბანალურია. ლაშამ, ჯერ  კიდევ  ახალბედა  მწერალმა, დაწერა  მოთხრობა,,პირველი  რუსი" -ეგ  ყველას   გვახსოვს. ზოგმა  წავიკითხეთ, მეც  მათ  შორის  და  საერთოდ  არ  მომეწონა  როგორც  მოთხრობა   ზემოთხსენებული  მანერის  გამო. ზოგს  არ  წაუკითხავს, მაგრამ  აღტკინებული  სასულიერო  ზომბიპირებისა  და  ზომბიმრევლის  გადარევას  ენდო  და  ჰგმო  და  ჰგმო. პირადად, მეორეჯერ  (მესამეჯერაც) ამ  დაგმობის  გამო  წავიკითხე. ,,რა  გამომეპარას" ძებნაში. 
   ეს  ამბებია  აღწერილი. მწერლის  შიშები. ზომბიმრევლის რეაქცია, ვიზიტი საპატრიარქოში  ერთხელ, ორჯერ,სამჯერ.. ვარდების  რევოლუცია... აღწერილია  დოკუმენტურად, სარკასტულადაც. უყვარს  ბუღაძეს  სარკაზმი  და  მე  თუ  რამე  მომწონს  მის  მოთხრობებში, ალბათ,  მოვლენების  ასე  ხედვაა.  ყველაფერი  ნაცნობია, სიტუაცია, პერსონაჟები,სახელები  და  სახეები. ედუარდ შევარდნაძე, სააკაშვილი  და  პატრიარქი  რომ  ის  ედუარდ შევარდნაძე, სააკაშვილი  და  პატრიარქია, ჩვენ  რომ  ვიცით, ამაში ეჭვია  არ  გვეპარება. საპატრიარქოს  მდივანი  ხათუნა  რომ  იმავე საპატრიარქოს  რეალური  შორენაა,  ედოს  მხარდამჭერ გადაცემაში მოწვეული ბიოგრაფიის  გამო  ხისფეხგამოწეული კინორეჟისორი, რომელიც წამოჭარხალებული  ყვირის,,ჭკუა  არ  გაქვთ  თავში, რას  ანგრევთ  არ  იცით! ვის  თამაშს  თამაშობთ? შევარდნაძე  კბილებით  აკავებს  მშვიდობას, ეს  არ  გესმით  თქვენ, იმიტომ, რომ  ლაწირაკები  და  სულელები  ხართ! და  კიდევ  ქვეყნის  გამანადგურებლები!  ქვეყნის  მოღალატეები!" ---- გიგა  ლორთქიფანიძეა, სპეციალურად  ხმისტემბრდაყენებული, სქელგრიმწასმული გადაცემის  წამყვანი, რეჟიმისდამცველი  კოკი  რომ  კოკა  ყანდიაშვილია, არც  ამაში  გვეპარება ეჭვი. მოკლედ, ყველანი  აქ  არიან -გაგა-გიგი. კოკი-კოკა, ხათუნა-შორენა, ყველა  ვინც გვგონია  წარსულში  დავტოვეთ, სინამდვილეში ახლაც  ცდილობს  მართოს  ჩვენი  სურვილები, ჩვენი  ყოფა, ჩვენი  ცხოვრება.  ბელადმოცვლილი  ქვეყანა  რომ  ზეიმობს  და  ზეიმისას  კითხულობენ ,,ბელადი სადაა?" , ბელადომანიის ქვეყანა  რომ  ვართ, პატარა  ქვეყანა რომ  ვართ,  დიდი  ამბიციებით  და  პატარა შესაძლებლობებით,   თუ  გაინტერესებთ , რა  როგორ  იყო , ან თუ  გინდათ  შეიხსენოთ წარსული, წაიკითხეთ.
   


   


სახელმძღვანელოების  საიტს  მივაგენი.მართალია, რუსულ  ენაზეა , მაგრამ  იმედია, დაგაინტერსებსთ


სამოსელი პირველი 

პირველად ნაწყვეტები წავიკითხე , ასე ცამეტი- თოთხმეტი წლის ასაკში . დედა საბჭოთა მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, როგორც ჩანს, ბევრი დრო ჰქონდა და ბევრს კითხულობდა . მახსოვს, როგორ მომიტანა ჟურნალი ,,ცისკარი“ ( იყო ასეთი ჟურნალი, ბევრს ეხსომება ) ნაწყვეტები იბეჭდებოდა... დაჟინებით მთხოვდა, წაიკითხე, მოგეწონებაო. წავიკითხე და არ მომეწონა , დამაბნია ,,ლამაზმა ქალაქმა “ . მერე დედა გვერდით მომიჯდა და ,,ლამაზი ქალაქის“ ყველა მკვიდრი თავისი სიყალბით , განსხვავებულობით, მანკიერებით , ფუჭსიტყვაობით , უმანკოებითა და მანკიერებით , თავდაჯერებულობითა და ფუქსავატობით ჩემ ირგვლივ დამანახა ... დამანახა და მივხვდი, რატომ ავედევნე დომენიკოს. არ დამავიწყდება ტერეზა და ანა-მარია.... რამის თან გადავყევი ანა-მარიას სიკვდილს , შემძრა და გამანადგურა გიჟი უგოს ნამოქმედარმა . მას შემდეგ მახსოვს, როგორ ველოდებოდით მე და დედა ,,ცისკრის „ ახალ ნომერს . ,,ლამაზ ქალაქს“ კამორა ჩაენაცვლა. აღარ გამიჭირდა გაგება, რაღაცები ამ თემებზეც გამეგებოდა , მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არავინ გვესაუბრებოდა ტოტალიტარიზმზე .
მერე იყო თეთრი კანუდოსი , ჩემი საყვარელი ქალაქი, თავისი თავისუფლებისმოყვარე კანუდოსელებით . არ დაგიმალავთ და, აქ შემიყვარდა პირველად, smile ემოცია მანუელო კოსტა შემიყვარდა. წარმოვიდგინე, როგორი იყო მანუელო და ხშირად სიზმარშიც მინახავს, მინახავს და ბედნიერს გამღვიძებია ... მიყვარდა დონ-დიეგო, ,,მოხუცი „ სანტოსი, ზე, ჩემი ზემორეირა , მარიამ-გვირილა , მანუელაც მიყვარდა, (მეტოქეობის მიუხედავად) smile ემოცია შეუპოვრობით დაემსგავსა ,,ჩემს“ მანუელოს .... აბა , ყველა როგორ ჩამოვთვალო...
აი, რაც შეეხება დომენიკოს დაბრუნებას მამასთან , არ ისე დიდი ხანია , რაც ნათელი მოეფინა ჩემთვის . აბა, საიდან უნდა მცოდნოდა ,,უძღები შვილის იგავი“ ?!
ბევრს აღარ გავაგრძელებ . უფ ! ისეთი წიგნია , სულს რომ შეგიძრავს და ფრაზებად აგეკვიატება , რომ შეგიყვარდება და თაროზეც შესაბრუნებლად გენანება . heart ემოცია

მადლობა ეკა ცხადაიას, ამ სამყაროში რომ დამაბრუნა , ვერც კი წარმოიდგენს, როგორ ვისიამოვნე 


heart ემოცია

    
არაჩვეულებრივი წიგნი ჩამივარდა ხელში, პალაციოს ,,საოცრება"( მადლობა ეკა 

ცხადაიას,მის გემოვნებას ვენდე ,არც შევმცდარვარ!)

დავიწყე და ვერ გავუშვი ხელიდან, წუხელ, ღამის სამ საათზე დავამთავრე 

კითხვა...აღვფრთოვანდი!

ეს დღეც მთლიანად ,,საოცრებით" იყო სავსე...

იმდენი მაქვს სათქმელი...არ შეგაწუხებთ,მხოლოდ გირჩევთ( მაპატიეთ,კადნიერებად არ

 ჩამითვალოთ) ,წაიკითხოთ მშობლებმა,მასწავლებლებმა( აუცილებლად... ვიცი,არ 

დამზრახავთ) , წააკითხეთ შვილებს...მოსწავლეებს.

აქ ყველას საფიქრალია..
.
ვისწავლით( სწავლა ხომ სიბერემდეა!) ,როგორ ჩავაბაროთ სიმტკიცის გამოცდა,როგორ 

ვიყოთ მამაცნი...
.
ზოგჯერ,შენს გვერდით აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი( ასაკს მნიშვნელობა არა აქვს!) 

,რომელთანაც ურთიერთობა უფლისგან ხელში ჩაჩრილ საგამოცდო ( ურთულეს!)

 ბილეთს ჰგავს....უფალი გვიყურებს,ელოდება,როგორ ჩავაბარებთ..
.
ძნელია,ზოგჯერ ძალიან,მაგრამ არიან წარატებულნიც....ასეთი წარმატება ღვთის ხატად

 წარმოგვაჩენს...

,,დიადი ისაა,ვისი ძალაც ბევრის გულს მიიზიდავს...აიყოლიებს..." - აქ იპოვით ასეთ 

ადამიანებს ! 

ამაზე ფიქრი აუცილებელია...

ყველა ასაკის ,სტატუსის ადამიანი იპოვის თავის მაქსიმას! 

მაშ,ასე- პალაციო,,საოცრება"!- მარტივად,სადად ნათქვამი დიადი აზრი!

საინტერესო წიგნია და მოკრძალებით გირჩევთ, წაიკითხოთ დენიელ კიზის "ბილი მილიგანის მრავალი გონება".
წიგნის მთავარი მოქმედი პირი ბილი მილიგანი საკუთარ ქმედებებზე კონტროლდაკარგული ადამიანია. შეიძლება, ითქვას, რომ ის არის ნებისმიერი ვინმე, მაგრამ არაა საკუთარი თავი.
ბილი მილიგანი მრავლობითი ადამიანია, მის არსებაში ოცდაოთხამდე სხვადასხვა პიროვნება ბატონობს, უფრო სწორად, ბატონობისთვის იბრძვის. 
საზოგადოების თვალში ბილი გიჟია. შესაძლებელია, თითოეულმაჩვენგანმაც ასე უწოდოს მას, თუმცა თუ ღრმად ჩავუფიქრდებით, არც ისე მარტივადაა საქმე. ამ ფენომენის გააზრებამ შეიძლება, მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ჩვენს გარშემოც არიან ასეთი ადამიანები და თავად ჩვენშიც შეიძლება, იჯდეს 24 თუ არა, რამდენიმე მილიგანი მაინც...
იქნებ კიზის მიერ მკითხველამდე მოტანილი ბილის სახე შეხსენებაა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომ ძალიან ფაქიზია თითოეული ჩვენგანის ფსიქიკა და რომ გვაქვს უამრავი შინაგანი შესაძლებლობა, რომელის შესახებაც არაფერი არ ვიცით...
წაიკითხეთ და ვიმსჯელოთ, მეგობრებო!


ბილი მილიგანის მრავალი გონება
ბათუმი
2015
მთარგმნელი – თინათინ ხომერიკი
რედაქტორი – თეა ქიტოშვილი
დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია
      ნელი ბაბუციძე                                                         

  მე და წიგნი ერთად დავიბადეთ. ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს დღე წიგნის გარეშე, პატარა რომ ვიყავ დედა მიკითხავდა, მიყვებოდა და ეს გრძელდებოდა დაუსრულებლად. ბაღში არ მივლია (არაა ჩვენს სოფელში ბაღი). სკოლაში შევედი და კლას-კომპლექტში მომიწია სწავლა. ბევრი უარყოფითის მიუხედავად, ამ შერწყმულ კლასს დადებითიც აღმოაჩნდა, ვიდრე ანბანზე გადავიდოდით, მე კითხვა ვისწავლე. ვისწავლე დამოუკიდებლად, სხვაზე დაკვირვებით. და მასწავლებელმა ,,აი ია" რომ ახსნა მე ,,რეჰანი" წავუკითხე. ახლა მეცინება მაშინდელ დამოკიდებულებაზე, შეძულდებაო სწავლა, მოწყინდებაო და ათასი სისულელე. ამ დღიდან დ   
აიწყო ჩემი მეგობრობა წიგნთან. პირველად ,,მუჭანახევარა" წავიკითხე. შემდეგ კი.. ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც კი ხელში მოვიგდებდი, ვკითხულობდი 24 საათის განმავლობაში, ღამე ნორმალურად არ მეძინა, მეშინოდა შეწყვეტილი წიგნი არ დასრულებულიყო, თითოეული წაკითხული ნაწარმოები იყო ჩემი ცხოვრება. მე ვკვდებოდი პერსონაჟებთან ერთად, ვეძებდი ფათერაკებს, მიხაროდა და მწყინდა. ჩავიკეტე, გადავსახლდი წიგნში. და დამიშალეს, ამიკრძალეს.. არ ავიკრძალე. მთვარის შუქზეც წამიკითხავს, საბანში ჩამალულს მოპარული შუქის სხივზეც, გაკვეთილების ნაცვლადაც მხატვრული ლიტერატურით დავინტერესებულვარ. მქონდა პერიოდი, როცა დასასრული მაინტერესებდა ძალიან და მომაბეზრებელ აღწერებს ვტოვებდი, გადახტომით ვკითხულობდი ხოლმე, ზოგჯერ კი ვიზოგავდი და ძალიან ნელა, აბზაც-აბზაც ვკითხულობდი. მახსოვს მეშვიდე კლასში ვიყავ მარკ ტვენის ,,იუმორისტული მოთხრობები" ავიღე წასაკითხად. დედამ მითხრა: ეგ დიდების წიგნია, შენ ვერ გაიგებ, ჯერ პატარა ხარო, მანდ სადიდო ამბები წერიაო. დავუჯერე. თურმე სულ ტყუილად.


                                                                     თეა ტალახაძე

  
ერთ დღეს, როდესაც  ტელევიზორში რომელიღაც არხიდან გადიოდა ფილმი, დედამ მირჩია მენახა. ვკითხე რა ფილმი იყო მითხრა: ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით „გლახის ნაამბობიაო. არ მომეწონა, რადგან შავ-თეთრი ფილმი იყო და მირჩია მოთხრობა წამეკითხა.  რადგან ეს წიგნი არ მქონდა საახალწლოდ „სანტამ“ მომიტანა, როცა წიგნის კითხვა დავიწყე ორი თავის მერე სურვილი გამიჩნდა ეს ფილმი მენახა. ინტერნეტის საშუალებით ვნახე და შემდეგ გავაგრძელე კითხა. ძალიან  მომეწონა ეს ნაწარმოები,რომელიც სულ ახლახან დავასრულე და გირჩევთ  ი.ჭავჭავაძეს „გლახის ნაამბობი“  წაიკითხოთ. თავიდან ცოტა გამიჭირდა გამეგო ნაწარმოების თემა, მაგრამ დედამ მონახაზი მომცა, რომ ეს ეხებოდა იმდროინდელი თავადაზნაურებისა და გლეხების პრობლემას.  დავრწმუნდი,  რომ თუ შენი წარსული არ გიყვარს, მაშინ ვერც  მომავალს შეიყვარებ... ამის მერე ვაპირებ ოთარაანთ ქვრივი წავიკითხო... „გლახის ნაამ მბობში“ არ მომეწონა ის რომ ეს ყველაფერი ტრაგიკულია.
            
 ელენე  ფარულავა

თბილისის  174-ე სკოლა   მე-6  კლასი