არსებობს წიგნების დაწვაზე საშინელი დანაშაული. მაგალთად - არ წაიკითხო წიგნი.

არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი...

იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს - სასწაულია.

კანონები კვდებიან, წიგნები - არასდროს!

რეი ბრედბერი გალაკტიონი გურამ დოჩანაშვილი ედუარდ ლიტონი

ამბავი ამა ამბისა

         
ყველაფერი  ამით  დაიწყო...  ჩემმა  მოსწავლეებმა (მოსწებმა, როგორც  მე  ვეძახი)  სამინისტროს  გამოცხადებულ ბლოგების  კონკურსში  გაიმარჯვეს. გაიმარჯვეს  რა..  ათეულში  მოხვდნენ. გამარჯვებული  მხოლოდ  პირველი  სამი  ადგილი  იყო, დანარჩენი  მეოთხე  იყავი  თუ  მეათე  სულერთია, გამომცემლობის 50  ლარიანი    ვაუჩერით  ჯილდოვდებოდი. თავიდან  თითოეულზე  გვეგონა ეს თანხა, მაგრამ  მეორედ გაგვიცრუვდა  იმედი :) პირველად  მაშინ, საოცრად  კარგი  ბლოგი  სამეულში  რომ  ვერ მოხვდა(სხვათა  შორის, ეს  იმ  სამეულის  წევრებსაც  კი  გაუკვირდათ, მაგრამ  ამას  უკვე  აღარ  აქვს  მნიშვნელობა). 
      თქვენ  ისიც  იცით, რომ  თბილისიდან  350 კილმეტრით  ვართ დაშორებული  და   ვაუჩერი  მხოლოდ  აღმაშენებლის  134-ში  ნაღდდება. იმ  დღეს  ვერ  მოხერხდა და  ბავშვებმაც  მოწყალედ  მე  გადმომილოცეს, ხშირად  მიწევს  ამ  კილომეტრების  დაფარვა. გუშინაც  ასეთი  დღე  იყო. სხვათა  შორის  იღბლიანი, ორმაგად  იღბლიანი, არა, სამმაგად, მაგრამ  ამაზე  სხვა  დროს.
     მოკლედ, მაქვს  ეს  50  ლარი, ექვსს  აკლია  ათი  წუთი  და  შევვარდი (სხვანაირად  ჩემს  იქ  მიჯლიგინებას  არ  ჰქვია)  ეზოს  სიღრმეში  მიყუჩებულ სულაკაურის  გამომცემლობის  მაღაზიაში.  მეჩქარება, გარბის  ჩემი  მიკროავტობუსი  დასავლეთში, ჩემი  ამბავი  რომ  ვიცი, მივდგები  თაროებს  და  სანამ არ  გამაგდებენ,  არ  ვეშვები.მაგრამ  ახლა გვიანია, მე  მეჩქარება, ამ  კარგ  გოგოსაც, ამ  სამოთხეში რომ  მუშაობს. აი, ძალიან  კარგი  გოგო  იყო, მართლა, ვნანობ, სახელი  რომ  არ  ვკითხე. გადადო  თავისი  სახლშიგასაქცევი  ამბები  და  წიგნების  არჩევაში  დამეხმარა. პალაციოს  ,,საოცრება" მირჩია  და  დიდი  მადლობა  მას. ოთხ საათ-ნახევარი  ისე  გავიარე, არც  მიგრძვნია. ჯერ  ტელეფონის  ფანრით  ვიკითხე, მერე  ურჯუკ  მძღოლს  თავი  რომ  ვერ  შევაცოდე, ლურჯად  მბჟუტავი  შუქზე, ვერ მოვწყდი. სასწაული  წიგნია,სასწაული. ჰოდა, რომ  გააჩერა  უღელტეხილზე  რესტორანთან, სულ  იმას  ვნატრობდი, დიდხანს  დარჩეს-მეთქი, ვიჯექი  და  ვკითხულობდი.ცოტა  იმ რესტორანშიც  დაიტანა  ჩემი  ტელეფონი  და  უკეთეს  შუქზე გავაგრძელე. მერე  ვიფიქრე,ეს  გოგო რომარა, ხომ  ავცდებოდი  ამ  საოცრებას-მეთქი. ჰოდა, გამინათდა  გონება.  ერთი  კარგი  და  სასარგებლო  კონკურის  მოვიფიქრე, უპირველესად  ჩემთვის  და  მე  რაც გამომადგება, სხვებისთვისაც  ხომ სარგებლიანია.
       ჰოდა, სახლში  მისვლისთანავე  გამოვაცხადე    კონკურსი   საუკეთესო  მთხრობელისა  და  წიგნის  გამოსავლენად.
     2460-მდე  მასწავლებელია  ჩემს ჯგუფში .  2460-ზე  მეტი  წიგნის  ყოველდღიურად   მკითხველი  ადამიანი, წიგნიერი  საზოგადოება.  რამდენ  სიახლეს  მეტყვიან.
მაშ, ასე

         ყურადღება!         ნათლისღების ამ დიდებულ დღეს ვაცხადებ კონკურსს საუკეთესო მთხრობელისა და წიგნის გამოსავლენად.

ას ვაკეთებთ: ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გვირჩიოს წასაკითხად მისი საყვარელი ან ბოლოს წაკითხული ნაწარმოები და ჩვენც მოგვაწონოს.თან უნდა დაწეროს, რომელი წიგნის შეძენა სურს, გამარჯვებული გამოვლინდება მოწონებების(ლაიკების) და გამოხმაურებების სიმრავლით. ყოველი თვის ბოლოს გევყოლება 1 გამარჯვებული.სასწავლო წლის დამთავრებისას შევაჯამებთ ჩვენს პროექტს და გამარჯვებულს გადავცემთ იმ წიგნს, რომელსაც ისურვებს. შემოსული მასალები აიკინძება ბლოგზე Vitae Discimus.(სახელი  პირობითია)


როგორ ვაკეთებთ: ნებისმიერი ფორმით. გნებავთ პრეზენტაციით, გნებავთ აუდიჩანაწერით, გნებავთ, აქვე დაპოსტეთ ჯგუფში ,,DOCENDO DISCIMUS. ვასწავლით და ვსწავლობთ". ასევე არ ხართ შეზღუდული მოცულობაში, არც ჟანრის არჩევაში. შეგიძლიათ მხატვრულ ლიტერატურაზე ისაუბროთ, შეგიძლიათ- მეთოდურზე.

რატომ ვაკეთებთ: ხანდახან გვიჭირს ყველაფერს ერთად მივადევნოთ თვალი და ყური. გამოგვეპარება საინტერესო წიგნები. ერთმანეთს რომ გავაცნოთ სიახლეები, გავუზიაროთ აზრები, ვისაუბროთ სასარგებლოსა და სასიამოვნოზე ერთდროულად და მხარდაჭერილი გავახაროთ სასურველი საჩუქრით, აი ამიტომ. smile ემოცია
დროის ათვლა დაიწყება დღეიდან. 1-ლი გამარჯვებული გვეყოლება თებერვლის 20-ში.
მონაწილეობა შეუძლია ყველას, ჯგუფისა წევრებს, უცნობებს, სხვა ჯგუფის წევრებს, ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს. 
ერთსა და იმავე ადამიანს შეუძლია რამდენჯერმე ისაუბროს სვადასხვა ნაწარმოებზე. არც ამაშია შეზღუდული.

heart ემოროგორ ვაკეთებთ: ნებისმიერი ფორმით. გნებავთ პრეზენტაციით, გნებავთ აუდიჩანაწერით, გნებავთ, აქვე დაპოსტეთ ჯგუფში ,,DOCENDO DISCIMUS. ვასწავლით და ვსწავლობთ". ასევე არ ხართ შეზღუდული მოცულობაში, არც ჟანრის არჩევაში. შეგიძლიათ მხატვრულ ლიტერატურაზე ისაუბროთ, შეგიძლიათ- მეთოდურზ

გისურვებთ წარმატებებს. heart ემოცია







გააზიარეთ

Digg it StumbleUpon del.icio.us Google Yahoo! reddit

0 коммент.:

Отправить комментарий