არსებობს წიგნების დაწვაზე საშინელი დანაშაული. მაგალთად - არ წაიკითხო წიგნი.

არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი...

იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს - სასწაულია.

კანონები კვდებიან, წიგნები - არასდროს!

რეი ბრედბერი გალაკტიონი გურამ დოჩანაშვილი ედუარდ ლიტონი

გურამ დოჩანაშვილი --- ,სამოსელი პირველი"

სამოსელი პირველი 

პირველად ნაწყვეტები წავიკითხე , ასე ცამეტი- თოთხმეტი წლის ასაკში . დედა საბჭოთა მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, როგორც ჩანს, ბევრი დრო ჰქონდა და ბევრს კითხულობდა . მახსოვს, როგორ მომიტანა ჟურნალი ,,ცისკარი“ ( იყო ასეთი ჟურნალი, ბევრს ეხსომება ) ნაწყვეტები იბეჭდებოდა... დაჟინებით მთხოვდა, წაიკითხე, მოგეწონებაო. წავიკითხე და არ მომეწონა , დამაბნია ,,ლამაზმა ქალაქმა “ . მერე დედა გვერდით მომიჯდა და ,,ლამაზი ქალაქის“ ყველა მკვიდრი თავისი სიყალბით , განსხვავებულობით, მანკიერებით , ფუჭსიტყვაობით , უმანკოებითა და მანკიერებით , თავდაჯერებულობითა და ფუქსავატობით ჩემ ირგვლივ დამანახა ... დამანახა და მივხვდი, რატომ ავედევნე დომენიკოს. არ დამავიწყდება ტერეზა და ანა-მარია.... რამის თან გადავყევი ანა-მარიას სიკვდილს , შემძრა და გამანადგურა გიჟი უგოს ნამოქმედარმა . მას შემდეგ მახსოვს, როგორ ველოდებოდით მე და დედა ,,ცისკრის „ ახალ ნომერს . ,,ლამაზ ქალაქს“ კამორა ჩაენაცვლა. აღარ გამიჭირდა გაგება, რაღაცები ამ თემებზეც გამეგებოდა , მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არავინ გვესაუბრებოდა ტოტალიტარიზმზე .
მერე იყო თეთრი კანუდოსი , ჩემი საყვარელი ქალაქი, თავისი თავისუფლებისმოყვარე კანუდოსელებით . არ დაგიმალავთ და, აქ შემიყვარდა პირველად, smile ემოცია მანუელო კოსტა შემიყვარდა. წარმოვიდგინე, როგორი იყო მანუელო და ხშირად სიზმარშიც მინახავს, მინახავს და ბედნიერს გამღვიძებია ... მიყვარდა დონ-დიეგო, ,,მოხუცი „ სანტოსი, ზე, ჩემი ზემორეირა , მარიამ-გვირილა , მანუელაც მიყვარდა, (მეტოქეობის მიუხედავად) smile ემოცია შეუპოვრობით დაემსგავსა ,,ჩემს“ მანუელოს .... აბა , ყველა როგორ ჩამოვთვალო...
აი, რაც შეეხება დომენიკოს დაბრუნებას მამასთან , არ ისე დიდი ხანია , რაც ნათელი მოეფინა ჩემთვის . აბა, საიდან უნდა მცოდნოდა ,,უძღები შვილის იგავი“ ?!
ბევრს აღარ გავაგრძელებ . უფ ! ისეთი წიგნია , სულს რომ შეგიძრავს და ფრაზებად აგეკვიატება , რომ შეგიყვარდება და თაროზეც შესაბრუნებლად გენანება . heart ემოცია

მადლობა ეკა ცხადაიას, ამ სამყაროში რომ დამაბრუნა , ვერც კი წარმოიდგენს, როგორ ვისიამოვნე 


heart ემოცია

გააზიარეთ

Digg it StumbleUpon del.icio.us Google Yahoo! reddit

2 коммент.:

ninomasurashvili

სასარგებლო ბლოგი👍

Отправить комментарий